16:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 11:48:53, 1471 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას

"საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოპი მტერი ჰყავს, ესენია - ოკუპაცია და სიღარიბე. 

"მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ცოტა ვღელავ, ვღელავ იმიტომ, რომ დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არის მტავარი მოტივატორი, თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს ყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ ყთითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას - განათლების ეროვნულ კონცეპციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics