|
2019-02-27 16:01:51, 3668 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს: თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, თქვენს ქვეყანას დიდი მომავალი ელის - ვიდეო
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ მოლაპრაკებები წარმატებული იქნება. "ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა ურთიერთობებში. ბევრჯერ მითქვას და ახლაც გავიმეორებ, რომ თქვენს ქვეყანას წარმოაუდგენელი, ულიმიტო ეკონომიკური პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ თქვენს ქვეყანას შესანიშნავი მომავალი აქვს. თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ", - მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს. თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გაქმოთქვა, რომ ერთობლივი შეხვედრა დიდი შედეგის მომტანი იქნება და ამას ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ. მედია საშუალების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი, რომლის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა, ხვალ შედგება. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მაშინ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)