18:25 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 10:49:06, 1629 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ სავალუტო ფონდის მისიასთან მიმდინარე ეკონომიკური პროგრამა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმებისმიმდინარეობა და თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთადახორცილებს.  

სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ "გაფართოებული დაფინანსებისმექანიზმით" მიმდინარე პროგრამა. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკისსტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მედეგობის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნისეკონომიკის ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის კუთხით, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ვიზიტის ფარგლებში ასევე გამართავს შეხვედრებს მთავრობის ეკონომიკურიგუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორისწარმომადგენლებთან.

 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics