15:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:41:01, 3774 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საფრთხის შემთხვევაში მოსკოვი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RG.RU ავრცელებს.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამერიკასთან მეგობრული ურთიერთობები სურს და დასძინა, რომ კრემლის ყველა ქმედება თავდაცვითი ხასიათისაა.

"ამერიკის პოლიტიკას ჩვენთან მიმართებაში მეგობრულს ვერ ვუწოდებდი. ვაშინგტონი ახალ-ახალ სანქციებს აწესებს ჩვენს წინააღმდეგ. ყველაზე მწვავე საკითხი არის საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან  ამერიკის გასვლა. ამერიკული მხარის მიერ დასახელებული მიზეზები შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე, არის მოგონილი. მათ გულახდილად უნდა ესაუბრათ ყველაფერზე. რუსეთი აღარ დაიწყებს ამერიკის კარზე კაკუნს ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროპაში, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს განათავსებს, რუსეთი სარკისებრ პასუხს გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებთ რაკეტები პირველებმა განვათავსოთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics