02:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 18:51:54, 1274 ნახვა

პოლიტიკა
ქობულია - „თიბისის“ საქმე ანაკლიის პროექტზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი არ არის ცალკეული პიროვნების პროექტი და „თიბისი ბანკის“ საქმე დიდ გავლენას ვერ მოახდენს

ქობულია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ხმაური ჩაცხრება, რადგანაც ასეთი ტიპის მოვლენები ქვეყანაზე არასოდეს აისახება პოზიტიურად.

 „ეს არ არის მხოლოდ იგივე ცალკეული პიროვნებების პროექტი, ეს არის მთელი კონსორციუმი. მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც ხდება ამ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, იქნება გასაკვირი, რომ ვთქვათ, რომ ამ მოვლენებს არანაირი გავლენა არ აქვს. ვიმედოვნებ და იმედი მაქვს, რომ ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები არასოდეს აისახება პოზიტიურად, ზოგადად ჩვენს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.

პროკურატურის სისწორის შეფასების უფლება არ მაქვს, რაც წავიკითხე, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულებელყოფა არ შეგვიძლია“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics