13:45 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 16:19:08, 678 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ზოოპარკზე: ზოგი ჭირი მარგებელია

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის ზოოპარკის შეძენას უარყოფს. 

როგორც ივანიშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა, მან მხოლოდ გადაწყვიტა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციას დაეხმაროს. 

„არ ვიცი, რამდენს მოეწონება ჩემი ნათქვამი და რამდენს არა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია. ასეთი ანდაზაა ქართული. ზოოპარკი იმ პირობებში, რაშიც იყო, არასოდეს მომწონდა. 2006–2007 წლებში პროექტი გავაკეთე,  ვაპირებდი მთავრობას დავხმარებოდი დაფინანსებაში,  რომ ცხოველებსაც ჰქონდეთ ცხოველური პირობები, თუ ვატყვევებთ მათ, უნდა მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ  ვერ იყო სანიმუშო დონეზე. მთავრობა იზიარებს ნებას, იცით, რომ ზოოპარკის გადატანაზეა საუბარი, ადგილის შეცვლაზე, მე ჩემ წილად დავეხმარები.  უკვე აცხადებენ, რომ „ზოოპარკს ივანიშვილი ყიდულობს და ამისთვის უნდა ყველაფერი“. მე განვაცხადე რომ ზოოპარკსაც დავეხმარები, ასე გადააყირავეს და თქვეს, რომ ზოოპარკის შეძენა უნდაო საკუთრებაშიო“, – აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics