17:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 16:13:26, 2187 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 5.1%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მილიონი აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების  92.3 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.5 მილიონი აშშ დოლარი (41.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მილიონი აშშ დოლარისა (38.2 მლნ ლარისა) 2018 წლის იანვარში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics