09:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 10:38:54, 1826 ნახვა

სამართალი
იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა 2002 წელს დაბადებული გ.თ.-ც, რომელმაც ქუთაისში, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 243 ლარი გასტაცა და მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ გ.თ.-მ ქუთაისში ორი მოქალაქის საცხოვრებელი სახლები გაქურდა, რის გამოც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics