23:38 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 10:18:40, 1188 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი: რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო, უნდა ვუპასუხოთ მას

რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა გაზეთ „The Charlotte Observer”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი), სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის (ყირიმის) წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ქმედებებზე საუბრისას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა აღნიშნა:

„რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო ... ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. ჩვენი საუკეთესო მიდგომა კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის არ სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ ეს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics