|
2019-01-29 15:51:38, 1282 ნახვა
სამართალი
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს, ანაზღაურება 125 ლარით გაეზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 5 150 თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით (დარიცხული) გაეზარდა. შსს-ს ცნობით, დეპარტამენტში ხელფასის მატების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლებს გაეზარდათ, რომელთა სახელფასო განაკვეთიც ყველაზე დაბალი იყო. მეორე ეტაპისთვის კი, ანაზღაურება ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელს გაეზრდება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო ერთ წელში საკუთარი სახსრების სწორი განკარგვის შედეგად, ხარჯების დაზოგვით და 2019 წლის დეპარტამენტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, 5000-ზე მეტ დაცვის პოლიციელს ხელფასი დაახლოებით 20%-ით მოემატა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ხელფასის ზრდა ბოლო 10 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)