10:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 12:18:46, 676 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი: აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელასთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "აშშ ვენესუელას სუვერენიტეტში უხეშად ერევა". დე-ფაქტო პარლამენტი ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს.

"გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზების ფარგლებში, აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ განხორციელება და კარაკასში მარიონეტული რეჟიმის დაწესება, რათა ლათინურ ამერიკაში საკუთარი პოზიციები განამტკიცოს. ამერიკის ხელისუფლების ქმედებები ცხადყოფენ, რომ ვენესუელაში გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას, რითაც მასშტაბური სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენს. ვაშინგტონს განზრახული აქვს "ახალი კერის გაღვივება გრძელვადიანი დესტაბილიზაციის" მოსახდენად. ამით, ის ხელს უშლის ვენესუელაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკამ ვენესუელას სანქციები დაუწესა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics