20:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 17:43:37, 1591 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ევროკავშირზე: უნდა მოვითხოვოთ, შეგვიყვანონ წინმსწრებით, ყველა ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილია

 „ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საკმაოდ პოზიტიური იყო.

ამასთან, მისი განცხადებით, ევროკავშირის პირველი პირები საქართველოში ჩამოვლენ.

„მე ხაზი გავუსვი, რომ მესმის რა არის დღევანდელ დღეს შემაფერხებელი გარემოებები აქ უფრო ევროკავშირი იგულისხმება, თუმცა ამ რეალიზმის გათვალსიწინებით ჩვენ უნდა ვიყოთ ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა მონაცემები, რათა გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები. ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან ვისაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ვართ უფრო წინმდგომი და ჩვენ ეს სტატუსი უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ, იმისთვის რომ შეგვიყვანონ წინმსწრებით, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის, ამის მოდელები არის უკვე ჩვენ ერასმუსში ვართ წევრი, ერასმუსი არის სტუდენტებისთვის, ასევე გაიხსნება ერასმუსი პლუსი ,ეს არის მკვლევარებისთვის ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics