04:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 11:34:47, 1620 ნახვა

სამართალი
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 7%-მა პოლიციის საქმიანობა „ძალიან კარგად“ შეაფასა, 60%-მა - „კარგად“, 18%-მა - „ცუდად“, 3%-მა - „ძალიან ცუდად“, ხოლო 12%-მა აღნიშნა, რომ პოლიციის საქმიანობის შესახებ „არ იცის“.

რაც შეეხება შეკითხვას, - „მიგიმართავთ თუ არა პოლიციისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში“, გამოკითხულთა 94%-მა აღნიშნა, რომ არ მიუმართავს, 5%-მა კი, მიმართა. ამასთან, ამ 5%-დან უმეტესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ისინი რეაგირებით კმაყოფილები არიან.

ასევე დადებითად აფასებს გამოკითხულთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას: 6% - „ძალიან კარგად“; 41% - „კარგად“; 18% - „ცუდად“; 5% - „ძალიან ცუდად“; 29%-მა განაცხადა რომ შსს-ს საქმიანობის შესახებ „არ იცის“; 1%-მა პასუხის გაცემა არ ისურვა.

კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics