15:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 12:00:29, 1503 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ყოფილი მერი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა

"ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება. კალაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა "ნაციონალური მოძრაობის" და უშუალოდ გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა. 

"მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და საზოგადოებას შევახსენო თუ რა ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს 2013 წელს, ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართული სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა დ გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ",-განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics