13:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 18:32:02, 1780 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: მოვუწოდებთ რუსეთს და საოკუპაციო რეჟიმებს ე.წ. გამშვები პუნქტები დაუყოვნებლივ გახსნან

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

როგორც ზალკალიანმა განმარტა, "ეს პირველ რიგში, არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება". 

მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია ასევე ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 2019 წლის თებერვლიდან ახალი დისკრიმინაციული ზომები აამოქმედოს ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის, რომელიც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვას.

ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები. მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics