13:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 16:43:47, 1705 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - იმედია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, პარტნიორ ქვეყანას წაადგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

მან იმედი გაქმოთქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული წაადგება საქართველოს პარტნიორ ქვეყანას.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან... ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics