11:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 16:38:21, 1731 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი: მოგერინის განცხადება ნიშნავს, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა და სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალბატონი მოგერინი საქართველოს სტუმრობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გვერდით, როგორიც არის კორეის შეთანხმება, როგორიც არის ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა და ირანის შეთანხმება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისათვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

„ეს ნიშნავს, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე და სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო და სადაც საქართველოა - იქ არის ევროპა. საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ ყოფილა მხოლოდ კულტურული მოვლენა - ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და ეს პოლიტიკური განაცხადი ადეკვატურად იქნა მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics