|
2018-12-31 14:24:16, 1503 ნახვა
კომენტარი
მეთოფიშვილი - ბესელია და გოგიჩაიშვილი ცდილობენ, სასამართლო სისტემაში თავიანთი ხალხი შეიყვანონ
„ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაშვილი ცდილობენ, თავიანთი ხალხი შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და ამით სასამართლო დაიმორჩილონ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ის „ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა სიას ეხებოდა. „ეკა ბესელიას განცხადება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მომუშავე მოსამართლეები არაკეთილსინდისიერები არიან, ჩემთვის მიუღებელია. ეს არის შეურაცხყოფა, აბსურდი, რაც ისევ და ისევ, ალბათ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება. ქალბატონი ეკა ბესელია ამით ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ მის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ადის კარიერული კიბის მეშვეობით. თუ არ იმუშავა 5-10 წელი სასამართლო სისტემაში, ისე ვერ მოხვდება უზენაეს სასამართლოში. დღეს ქალბატონი ეკა ბესელია გვთავაზობს სულ სხვა რამეს, რომ ვინაიდან „არაკეთილსინდისიერი“ მოსამართლეები არიან, გამოსავალი მოიფიქრა, უზენაესი სასამართლო მხოლოდ გარედან დავაკომპლექტოთ და არა შიგნიდან. ეს არის აბსურდი, სასამართლო სისტემის შეურაცხყოფა. ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას ქალბატონი ეკა ბესელია? პასუხი ერთია, ჩემი აზრით, ის ცდილობს სასამართლო სისტემაში შეიყვანოს მისთვის მისაღები ხალხი, მისთვის სასურველი ადამიანები. ამ ეტაპზე ვგულისხმობ ქალბატონ ეკა ბესელიას, ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს და მათნაირ პოლიტიკოსებს. ისინი ცდილობენ, თავიანთი ხალხი შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და სასამართლო სისტემა დაიმორჩილონ“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)