|
2018-12-28 15:14:08, 634 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში საახალწლო ბაზრობა და ინგრიდის კონცერტი გაიმართება
29-30 დეკემბერს, პირველად ბათუმის ბულვარში წინასაახალწლო-საშობაო ბაზრობა გაიმართება. ბულვარის ცენტრალური ნაწილი ორი დღის მანძილზე დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში საახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი სხვა საახალწლო ნუგბარი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო თემატიკის სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები. მთელი დღის განმავლობაში წინასაახალწლო-საშობაო პროგრამას კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და საბავშვო ანიმაციური გმირები სახალისო აქტივობებით წარმოადგენენ. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სანტას, გაანდონ წინასაახალწლო სურვილები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. მარხილში მოკალათებული სანტა თავის მხრივ პატარებს უგემრიელესი ტკბილეულით გაუმასპინძლდება. ბულვარში შექმნილ ჯადოსნურ გარემოს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული გალა კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მრავალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ცნობილი იტალიური წარმოშობის ფრანგულენოვანი მომღერალი მსენელის წინაშე თავისი მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ორი დღის განმავლობაში საზეიმოდ მოწყობილი ბულვარი ყველა ასაკის სტუმარს უმანსპინძლებს. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)