14:48 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 18:29:07, 1554 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე - შეგიძლიათ დაასახელოთ ენმ-ს 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან შეხება არ მქონია

 „შეგიძლიათ დაასახელოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან ნაცნობობა და შეხება არ მქონია“, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ შეხვდა, ხოლო ზურაბ ადეიშვილს საერთოდ არ იცნობს.

„ჩემზე საუბრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილს სულ ორჯერ შევხვედრივარ ისიც ფიცის დადების დროს, არასოდეს არ შევხვედრივარ ზურაბ ადეიშვილს, არც არასოდეს ნაცნობობა არ მქონია. შეგიძლიათ დაასახელოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წამყვანი ფიგურა, არავისთან ნაცნობობა და შეხება არ მქონია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩემზე ამბობენ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხომ უნდა ჰქონოდა რაღაც ურთიერთობა ლევან მურუსიძეს? ერთადერთი ვიცნობ ბეჟაშვილს, იმიტომ რომ მისი ძმა ჩემი კლასელი იყო“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics