12:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 19:59:13, 1532 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში - „ელჩების კონფერენცია 2018“ მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქართველი დიასპორების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა, როგორც ექსპორტის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების, ასევე საგრანტო და ტექნიკური დახმარების კუთხით. 

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით ქართველ დიასპორებში არსებულ დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„კონსტიტუციის ეს ჩანაწერი იყო ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს დიასპორას გააჩნია დიდი პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტირებისა.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა, ქართული ღვინის აქტიური წარმოჩენისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
„ქართული ღვინო 40 ქვეყანაში გადის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ღვინის პოპულარიზაცია არის პირდაპირი წინაპირობა იმისა, რომ ქართული ღვინისათვის ბაზარი იზრდებოდეს. ეს კი დიდწილად არის დაკავშირებული იმ ღონისძიებებთან, რომელთაც ერთობლივად და ასევე თქვენ ინდივიდუალურად ატარებთ ხოლმე. ამ მიმართულებით მართლაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შესაშური თანამშრომლობა, რომელიც ღვინის სექტორსა და საგარეო უწყებას გააჩნია“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics