18:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 10:41:28, 1339 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ მისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-1 ნაწილით მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics