|
2018-12-12 18:29:12, 1957 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს 50-ლარიან დახმარებას მიიღებს
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მომავალი წლიდან იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას. ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად. „აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის" კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)