|
2018-12-11 18:18:43, 592 ნახვა
რეგიონი
მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება
მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებები გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებას, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. „ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვავს და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ - კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ის კატასტროფები, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტების გაკეთება. ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)