|
2018-12-11 17:32:04, 544 ნახვა
რეგიონი
ხაბელაშვილებში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო
სოფელ ხაბელაშვილები ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში აშენდება ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ხაბელაშვილების ბაგა-ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც ორი შერეული ასაკის ჯგუფი იფუნქციონირებს. სამუშაოებს შპს ,,ალსოფი" აწარმოებს; მშენებლობაზე 233407 ლარი დაიხარჯება; დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ხაბელაშვილების ბაგა-ბაღზე სამუშაოები ხელშეკრულების გათვალისწინებით 2019 წლის ივლისში უნდა დასრულდეს, რის შემდეგ შენობა სრულად აღიჭურვება ინვენტარით. 2019 წლის ბიუჯეტით მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ჯაბნიძეებში ბაღის მშენებლობა და რამოდენიმე სოფელში ალტერნატიული ჯგუფის გახსნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის სკოლამდელ განათლებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)