10:30 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 11:25:10, 1331 ნახვა

პოლიტიკა
Foreign Policy - საქართველო აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა, - ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი ავრცელებს.

გამოცემის ჟურნალისტები რობი გრამერი და ემი მაკინნონი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობაში რამდენიმე პირის პოზიცია გახდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრინკი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი ფიგურაა.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა განუცხადეს, რომ ქართული მხარე აშშ-ის ელჩის პოსტზე დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს და ელჩს არ დაამტკიცებს.

Foreign Policy-სთან აშშ-სა და საქართველოში რამდენიმე წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ ბრალდების დადასტურება Foreign Policy -მა ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics