|
2018-12-11 11:02:29, 1537 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავამ მსოფლიო ბანკის გლობალური კვლევასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა მსოფლიო ბანკის პრეზენტაციას „კრიტიკული კავშირები: ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" დაესწრო და აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანგარიში ქართულ საზოგადოებას მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა რეგიონში და მთავარმა ავტორმა, დევიდ გულდმა წარუდგინა. მასში ყურადღება იქნა გამახვილებული კავშირების განსხვავებული სახეობების ზემოქმედებაზე ეკონომიკურ ზრდის პროცესზე. ამასთან აღინიშნა, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული ინდიკატორები უფრო ძლიერია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგრამ უფრო სუსტია, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოებში. დევიდ გულდის განცხადებით, გაზრდილი საერთაშორისო ინტეგრაცია ხელს უწყობს ტექნოლოგიების და იდეების გადაცემას ქვეყნებს, ფირმებსა და ადამიანებს შორის, რაც აუცილებელია გრძელვადიანი ზრდის გასაძლიერებლად და საერთო კეთილდღეობის ასამაღლებლად, სოციალური ქსელების მსგავსად კი, საუკეთესო კავშირების მქონე ქვეყნებთან კონტაქტს გაცილებით მეტი ცოდნა და უკეთესი ტექნოლოგიები მოაქვს, ვიდრე იზოლირებულ პარტნიორებთან კავშირებს. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტები და სწორი კავშირები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესების მიმართულებით. ლაშა მიქავამ მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ბოლო რეიტინგი, რომლითაც საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6-ეა ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა თავისი რეგულაციებით ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად საქართველოში ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება დაასახელა. მისი თქმით, რაც მეტი შინამეურნეობა იქნება ჩართული ინტერნეტში, მით მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი მეშვეობით დაუკავშირდეს სამყაროს, მიიღოს განათლება, აწარმოოს ბიზნესი და არსებული ინფორმაცია და ტექნოლოგიები საკუთარი და ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს. ლაშა მიქავას განცხადებით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მალე საზოგადოებას წარედგინება ფართოზოლოვანი ინტერნეტის სტრატეგიის ეროვნული დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულ ასპექტს კიდევ უფრო განავითარებს არსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიში კავშირებს აფასებს ახალი ინდიკატორის - "მრავალგანზომილებიანი კავშირების (MDC) ინდექსის" შექმნით, რომელიც რამდენიმე არხს აერთიანებს, მათ შორისაა: ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მიგრაცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), და სატრანსპორტო კავშირები. ანგარიშის თანახმად, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის საუკეთესო კავშირების მქონე ქვე-რეგიონია დასავლეთი ევროპა, რომელსაც მოჰყვება ცენტრალური, ჩრდილოეთი და სამხრეთი ევროპა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)