15:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 18:24:27, 1602 ნახვა

სამართალი
ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის გამოკითხვა დასრულდა

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ნაკაშიძის გამოკითხვა დასრულდა.

„დამისვეს კითხვები და ვუპასუხე. ჩემთვის გაუგებარია პირადობის მოწმობების წარმომავლობა და ის, თუ რატომ იქნა ჩემი სახელი ნახსენები აღნიშნულ საქმეში. მე გამოძიებასთან თანამშრომლობას ვაპირებ და სიმართლის დადგენის იმედი მაქვს“, – აცხადებს ნაკაშიძე.

პროკურატურა მას გუშინ, ტელეკომპანია „იმედზე“ ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. სიუჟეტში ერთ- ერთი რესპონდენტი, ქეთევან ვაშაკიძეს რედაქციაში წლების განმავლობაში ნეკროლოგისთვისდასაბეჭდად მიტანილი პირადობის მოწმობების ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“  რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურა  მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics