12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 15:41:23, 642 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა შეაჯამა

ბათუმში, კაფე „გარდენსში“, დასაქმების სააგენტომ განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად - შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრაზე პროგრამის მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში 8 შეზღუდულმა შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ჩაერთვნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც განხორციელდა ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“, სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“. კურსდამთავრებულთაგან 4 პირი დასაქმდა.

,,შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის განხორციელება დასაქმების სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 10 შშმ პირს შესაძლებლობა მიეცა მოკლევადიანი პროფესიული კურსის საშუალებით დაუფლებოდნენ ბუღალტრის, ვებ–ინტერფეისის დეველოპერის და სასტუმრო - სარესტორნო საქმის მწარმოებლის პროფესიულ უნარ–ჩვევებს.

2016 წლიდან დღემდე დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით: ინდივიდუალურად შეფასდა - 111 შშმ პირი; სუბსიდირებადი სტაჟირება გაიარა -55-მა შშმ პირმა; სუბსიდირებადი საწარმოო პრაქტიკა გაიარა - 16-მა შშმ პირმა; პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსი გაიარა - 35-მა შშმ პირმა; დასაქმდა - 49 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics