15:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 16:36:05, 1673 ნახვა

სამართალი
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე 2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის 3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ.ბ.-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსაცროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

„ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და  236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გ.ბ.-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა.

სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს  2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33  ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 

2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ.-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics