15:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 12:54:52, 1332 ნახვა

სამართალი
გერმანიის მოქალაქეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 15 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე  ლ.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ. „მდმა" (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ.  „ამფეტამინი", 2,5518 გრ. „ბუპრენორფინი" და 38,099495 გრ. კოკაინი (მარილი),  საიდანაც  21,8673 გრ. „მდმა" , 8,3 გრ. „ამფეტამინი" და 5,3357  გრ. კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლო ნაწილს  ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები  პოლიციის  თანამშრომლების მიერ, 2018 წლის წლის 14 მარტს,  ქ.თბილისში ნ.ჩ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის და ლ.ა.-ს  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის  მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics