02:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 11:19:29, 972 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-მ დარღვევების არცერთი ფაქტი არ დაადასტურა - ვიდეო

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ უარყო დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების ნამდვილობა და აღნიშნა, რომ ცესკოს მონაცემებით, არცერთი ფაქტი არ დასტურდება.

„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის #8 საარჩევნო უბანზე - კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია  უბნიდან;

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics