01:17 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 17:13:11, 403 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის შეფასებით, მოხალისეთა დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა მიმდინარე სამუშაოებს ხელი შეუშალოს

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების მიზნით მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობამ დახმარების სურვილი გამოთქვა და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

თუმცა, როგორც პრემიერმა  მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მოხალისეთა დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა მიმდინარე სამუშაოებს ხელი შეუშალოს.

„მოქალაქეებმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნეს. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. თუმცა, მოხალისეთა რაოდენობა საკმარისია. მთელი სამინისტროებია მობილიზებული, ასევე თბილისის მერია, საკმარისი ძალა გვყავს მობილიზებული, ჩვენ არ გვინდა ისე, რომ  მოსახლეობა მოვიდეს და მათ არ ქონდეთ კონკრეტული ფუნქცია. ამან შეიძლება, პირიქით, კიდევ უფრო გაართულოს სამუშაოები და ხელი შეუშალოს მას.  მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ და თუ დაგვჭირდება ჩვენ, მთავრობა მიმართვს თხოვნით მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ ამ სამუშაოებში. ამ ეტაპისთვის საკმარისი ძალა გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics