00:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 19:59:18, 1393 ნახვა

პოლიტიკა
საჯად კარიმი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გუშინ ბრიუსელში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, - ასე გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი საჯად კარიმი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე 21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართულ მაღალი დონის პირველ შეხვედრას.

საჯიდ კარიმმა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის პირველი შეხვედრა, ბრიუსელში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას შეაფასა.

შეხვედრაში, რომელსაც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობდნენ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრმა 6 მინისტრმა და 13-მა ევროკომისარმა.

საგარეო უწყების ცნობით, ორივე მხარე მიესალმა მაღალი დონის ფორმატში შეხვედრას, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის ლოგიკურ შედეგს. შეხვედრაზე დაფიქსირდა სურვილი და მზაობა სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიზნით, მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics