|
2018-11-22 15:59:32, 980 ნახვა
რეგიონი
ე.წ. საგარეო მინისტრი: აფხაზეთი შეშფოთებულია ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მშენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერით
"აფხაზეთი შეშფოთებულია საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვითი უწყებების მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა. "ჟენნევის დისკუსიების მთავარი მიზანი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაა. ამ კონტექსტში ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს ნატო-ში გაწევრიანების მიზნით. საუბარი გვაქვს ბოლო პერიოდში მიღებულ შეთანხმებაზე, რომელიც საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის შედგა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას", - განაცხადა დაურ კოვემ. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთს უნდა მიეცეს საშუალება საერთაშორისო მოედნებზე თანაბბარი უფლებების წარსდგეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)