23:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 18:18:57, 1038 ნახვა

რეგიონი
20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა

20 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა.

თარიღთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ "თანას" ბენეფიციარებმა, კონცეტრი "შემოდგომის ზეიმი" გამართეს.

კონცერტს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მერიებისა და კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრში სარეაბილიტაციო მომსახურებას 50 ბენეფიციარი ღებულობს. დაწესებულება ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის პროგრამებში, რომლებიც გათვალისწინებულია შშმ პირთათვის. 1954 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყოველი წლის 20 ნოემბერს აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, როგორც ბავშვთა შორის ურთიერთგაგებისა და ბავშვთა კეთილდღეობის ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერის დღე.

აქვე აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდი (unicef) მიიჩნევს, ბავშვის ფიზიკური დასჯა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების დათრგუნვა, მისი უგულებელყოფა - ძალადობაა.

ფონდი მშობლებს რეკომენაციას აძლევს და განმარტავს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და აღზრდის ნაცვლად, მძიმე ზეგავლენას ახდებს ბავშვის განვითარებაზე.
მკაცრი აღზრდის ალტერნატივა პოზიტიური მშობლობაა:
მოერიდეთ ბავშვთან ძალის დემონსტრირებას;
აკონტროლეთ საკუთარი ბრაზი;
თუ ბავშვი ცუდად იქცევა, განიხილეთ მასთან ერთად, ერთად შეთანხმდით სასურველ ქცევაზე;
ხშირად შეაქეთ ბავშვი, წაახალისეთ მისაღები ქცევა;
დაუთმეთ ბავშვს დრო, გქონდეთ მასთან კომუნიკაცია, მოუსმინეთ არ დაგავიწყდეთ, სწორედ მშობლის ქცევაა მისაბაძი ბავშვისათვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics