|
2018-11-19 14:20:28, 609 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს ფუნქციონირებას
ბათუმში ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ფილიალი გაიხსნა, რომელიც სასერტიფიკაციო, სტაჟირებისა და სხვადასხვა ტრენინგ პროგრამებს განახორციელებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აკადემიის ბათუმში ფუნქციონირება ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, ისე ახალგაზრდების და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას. „ მჯერა, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემია ბათუმში იქნება ერთ- ერთი წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მისცემს საშუალებას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს აიმაღლონ კვალიფიკაცია"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ახალი აკადემიის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ სტუმრებს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა. პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფორმატში განხორციელდა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)