21:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 14:52:17, 1761 ნახვა

პოლიტიკა
​საგარეო - ინფორმაცია, თითქოს Krause-მა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, "სპუტნიკ აბხაზიას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკულ გამოცემა Krause-მა ოკუპირებული რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში აფხაზეთის რეგიონი მოხსენიებულიც კი არ არის.

"გთხოვთ, გაეცნოთ მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის სრულ ელექტრონულ ვერსიას, რომელიც ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, თითქოს კატალოგის ქვეყნების ინდექსში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით იყოს შეტანილი მონეტები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, სინამდვილეს არ შეესაბამება. მსოფლიო მონეტების 2019 წლის კატალოგის ელექტრონულ ვერსიაში მოხსენიებულიც კი არ არის აფხაზეთის რეგიონი. კატალოგი არის ონლაინ გაყიდვაში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში. 

ცნობისთვის, Sputnik Abkhazia-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ამერიკულმა გამოცემა "Krause"-მა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები გამოაქვეყნა. მედია საშუალების ინფორმაციით, აფხაზეთის რუკა ამავე გამოცემის ყდაზე დაიბეჭდა და ის საქართველოს ტერიტორიისგან გამოყოფილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics