21:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 18:20:47, 1798 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე ინაშვილს: ჩხავიხარ ყვავივით, დაიწყო აქ ქურდული საუბარი

„შენი მაინც არავის ეშინია, კომიკური ფიგურა ხარ? - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა ენმ-ს წევრ, რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,

დაპირისპირება ირმა, ინაშვილის განცხადებამ გამოწვია, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პირები.

„მე ანალოგიურად მემუქრებოდნენ სამხედრო პირები, სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფები. წყნარად იყავი, არ მომიყვანო მანდ. შენი მაინც არავის ეშინია, კომიკური ფიგურა ხარ ბოლო-ბოლო“,  - მიმართა ინაშვილმა გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ კი  ინაშვილი ტყუილში დაადანაშაულა.

 „ვინ დაადგინა, რომ ყოფილი სამხედროა?! რა გამოცდილება გაქვს, რა უფლება გაქვთ, რომ სამხედროებს ასე თავს ესხმით?! ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით. დაუწიეთ ხმას, გეყოთ ახლა, დაიყო აქ ქურდული საუბარი“, - მიმართა გოცირიძემ ინაშვილს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics