06:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 11:34:21, 1723 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა მის საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას მოითხოვს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების საკითხს დააყენებს.

საქმე ეხება, 12 ივნისს, საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს,  რომლის არსებითი განხილვა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კუპრავას თქმით,  ბადრი კოჭლამაზაშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლისთვის შეუსაბამო საქმიანობაში ამხილა.

ამასთან, მასთან პირადი უთანხმოება აქვს.

ეს ადამიანი ჩემს მიმართ ვერ იქნება ობიექტური, ვერ იქნება მიუკერძოებელი და ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ ნამდვილად ტაბილური მოსამართლეა, ის ამავდროულად ჩემთან არის პირად კომფლიქტურ სიტუაციაში, რაც პირდაპირ აძლევს იმის საფუძვლებს, რომ დააყენოს ჩემს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, მე და ჩემი ადვოკატები დღეს დავაყნებთ მისი აცილების შუადმგომლობას“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ცნობისთვის,  ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. რაც ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics