|
2015-06-12 13:37:32, 706 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: საგარეო შოკებს ყველაზე კარგად თავი საქართველოს და თურქეთის ეროვნულმა ბანკებმა გაართვეს
საგარეო შოკებს ყველაზე კარგად რეგიონში თავი საქართველოს და თურქეთის ეროვნულმა ბანკებმა გაართვეს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული. საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა აზიმ სადიკოვმა ფონდის ეკონომიკური მიმოხილვა მთავრობის, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც სადიკოვმა აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვების ხარჯვა ვალუტის გაუფასურებაზე სწორი პასუხი არაა. "ლარი სტაგნაციაში იყო, ბაზრის მიმართ ნდობის მაჩვენებელი სუსტია, ზრდა პირველ კვარტალში იყო ძლიერი, რაც დროებითი ფაქტორებით შეგვიძლია ავხსნათ, თუ შევხედავთ ეკონომიკის დონეს აპრილის თვეში, მან პირველ კვარტალთან შედარებით დაიკლო, მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტი რჩება, იმპორტის და ექსპორტის კოლაფსმა ზეწოლა მოახდინა ლარზე. ეს სამმა ფაქტორმა განაპირობა-აზერბაიჯანში მანქანების ექსპორტის საკითხმა და უკარინა-რუსეთში არსებულმა სიტუაციამ. ზეწოლა რეგიონში ყველა ეროვნულმა ბანკმა განიცადა, მაგრამ ისინი შეეცადნენ ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ. თუმცა როდესაც საგარეო შოკები ხანგრძლივია. რეზერვის გამოტანა პასუხი არ არის, საჭიროა ეკონომიკა მოერგოს ახალ რეალიებს. მაგალითად, სომხეთმა დაკარგა საერთშორისო რეზერვების ნახევარი. მოცემულ სიტუაციაში საგარეო შოკებს ყველაზე კარგად რეგიონში თავი საქართველოს და თურქეთის ეროვნულმა ბანკებმა გაართვეს. რუსეთიც სწორად მოიქცა, თუმცა იქ გაუფასურების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა. სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თქმითვე, ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ასევე ეროვნული ვალუტის მცურავ რეჟიმში ყოფნას.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)