18:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 15:51:33, 1299 ნახვა

პოლიტიკა
ანტიდასავლური პროპაგანდის შესამცირებლად, სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება

ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ეფექტიანი კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება

ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანტიდასავლური პროპაგანდის შესაკავებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება, სწორედ, ამ მიზნით განხორციელებული მასშტაბური  პროგრამის ნაწილი იქნება.

 „ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურულ ერთეულებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებას. დღეს, უკვე რამდენიმე სამინისტროში არსებობს ასეთი სტრუქტურა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მათი მხარდამჭერი ღონისძიებები“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics