|
2018-10-30 16:51:44, 799 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სოფლის განვითარების სტრატეგიის 6 თვის ანგარიში განიხილეს
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა (2017-2020 წლები) და სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლები) 2018 წლის 6 თვის ანგარიში განიხილეს. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირს და სხვა დონორ ორგანიზაციებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2020 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულებისთვის, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხდომაზე უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საკუთარი უწყებების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარმოადგინეს. განხილულ იქნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან შეხვედრების შედეგად მიღებული რეკომენდაციებიც. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, წარმოდგენილი არიან: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)