05:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 10:39:26, 1092 ნახვა

სამართალი
პროკურატურა განმარტავს, რატომ გადაეცა ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას

მთავარი პროკურატურა ზაზა სარალიძის საქმის რუსთავში განხილვასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდების მხარეს წარმოადგენს.

„ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.  იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოაგდენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 26 ოქტომბერს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics