22:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 10:27:01, 817 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის სწავლება ჩაატარა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის  ინტენსიური სწავლება ჩაატარა.

"სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩი, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდებს აცნობს და აკვირდება კვლევის პროცესს. ლაბორატორიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ექსპერტისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მიღებული ცოდნით შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და “BIOR”-ის ლაბორატორიას შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და სურსათის კვლევის ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics