17:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 14:27:34, 1138 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: საზოგადებისგან მკაცრი გზავნილი და გაფრთხილება მიღებულია

საზოგადებისგან მკაცრი გზავნილი და გაფრთხილება მიღებულია, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპრეზიდენტო არჩევების შედეგები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართვეელ გუნდში ცვლილებები განხორციელდება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა მმოგვარდება

„უნდა ვიყოთ გულრწფელები და ადეკვატურები. საზოგადოებაში არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. ამას სჭირდება უფრო სწრაფი დინამიკა, მოსახლეობის სოციალური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. დღეს ბევრ ადამიანს ისევ ძალიან უჭირს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არის პორლემა, რადგან ხშირად ვერ მიგვაქვს საზოგადოებამდე, ის რასაც ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეთებთ ძალიან ბევრს. გუნდში ცვლილელებით, კომუნიკაციის სწორი სტრატეგიით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევბს. მეორე ტურში უნდა გაიმარჯვოს, ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, რათა საქართველოში არასდროს დაბრუნდეს ბოროტება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics