14:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 12:03:18, 2000 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 28 ოქტომბერს, 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩათი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ“, – აცხადებენ ცესკოში.

მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 8:30 საათი; 10:30 საათი; 12:30 საათი; 15:30 საათი; 17:30 საათი; 20:30 საათი. ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics