21:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 21:10:43, 1675 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისი-ვარშავას ავიარეისზე ზარი, სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, დღეს პოლიციის განყოფილებას ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცნობათა ბიუროს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა და ოპერატორს განუცხადა, რომ ერთ-ერთ რეისზე მჯდომ კონკრეტულ პიროვნებას და მის თანმხლებ პირს ააფეთქებდა.

სამართალდამცველებმა ქალის ვინაობა უკვე დაადგინეს. ქალბატონმა სამართალდამცველებთან სატელეფონო გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის გაბრაზებული იყო სიძეზე და აღელვების ნიადაგზე ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორთან დარეკა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა. ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი უკვე შემოწმდა და მის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.  მათივე ცნობით, პირი, რომელმაც აეროპორტში დარეკა და  ქუთაისი-ვარშავას რეისის ბორტზე ბომბის შესახებ განაცხადა, დადგენილია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics