16:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:51:44, 1601 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ყველას, ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, დაგიბრუნეთ საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინოთ

ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ ყველას, ვინც არიან დღეს უცხოეთში, დავუბრუნე საშუალება, აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა და აღარ დაკარგონ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახელში, ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არ აქვს უფლება, თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან.

„მე არჩევანი, რომ დემთმო საფრანგეთის მოქალაქეობა, მივიღე ჩემი ნებით. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ თქვენ ყველას, ვინც არიან დღეს უცხოეთში, კანონმდებელ ორგანოსთან და კოლეგა პარლამენტარებთან ერთად, დაგიბრუნეთ საშუალება, რომ აღიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა, რომ აღარ დაკარგოთ. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა, რამეთუ საქართველოს არ აქვს უფლება, რომ თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან, დააკარგვინოს მოქალაქეობა. ჩვენი შვილები სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, არიან ჩვენი შვილები და ხვალინდელი ჩვენი მოქალაქეები, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძალიან სერიოზული, ადამიანური კაპიტალი, რომელიც არ შეიძლება რომ დავკარგოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics