|
2018-10-25 13:23:59, 1038 ნახვა
რეგიონი
კასპში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კასპის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ნობათი“ კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს და 19 ადგილობრივს აერთიანებს. 2018 წელს კოოპერატივი ჩაერთო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში. დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულება. საწარმო პროგრამის ფარგლებში აღიჭურვება რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგერებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის მეპაიეებს შესაძლებლობა ეძლევათ სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან ხორცილდება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 26 ახალი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა, მათ შორის 10 მიმდინარე წელს ამოქმედდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)